* * *
ბუღალტერი მამა თავის 4 წლის შვილს კონკიას ზღაპარს უკითხავს. უცბად შვილი მამას ეკითხება:
– მამა, როდესაც გოგრა ოქროს ეტლად იქცევა, ეს კვალიფიცირდება, როგორც შემოსავალი, თუ ქონების ღირებულების ზრდა?
* * *
პატარა გივის დაბადების დღის მეორე დღეს თანაკლასელები ეკითხებიან:
– რა გაჩუქეს მშობლებმა დაბადების დღეზე?
– ფანჯარაში გაიხედეთ, ხედავთ მაგარ მერსედესს?
– ვერცხლისფერს?
– ჰო.
– მაგარი მანქანაა!
– ჰოდა ზუსტად მასეთი ფერის ქუდი მაჩუქეს!
* * *
კარზე ზარია, კაცი აღებს და იქ სიკვდილი დგას ცელით. კაცი ეუბნება:
– ოჰ, სად ხართ აქამდე, შემოდით, სიდედრი სამზარეულოშია!
* * *
ერთი დაქალი მეორეს ეუბნება:
– წუხელ დამესიზმრა, რომ შემთხვევით კაცების აბანოში აღმოვჩნდი.
– მერე, რა მოხდა, მამაკაცები დაგესივნენ?
– არა, გაიქცნენ.
* * *
კაცი ქირურგს ეუბნება:
– ექიმო, მუცელი მტკივა.
მან ავადმყოფი გასინჯა და ეუბნება:
– ყური უნდა მოგაჭრათ.
ავადმყოფი აღშფოთდა და წავიდა. მივიდა თერაპევტთან და ეუბნება:
– ექიმო, მუცელი მტკივა. ქირურგთან ვიყავი, მან კი ყურის მოჭრა შემომთავაზა.
– ამ ქირურგებს მარტო მოჭრა აკერიათ პირზე. მე თქვენ წამალს გამოგიწერთ და ერთი თვის შემდეგ ყურები თვითონ მოგძვრებათ.
* * *
მოხუცი პროფესორი შესვენების დროს კოლეგას ეუბნება:
– მძინავს და მესიზმრება, რომ ლექციას ვატარებ. გამომეღვიძა და აღმოჩნდა, რომ მართლა ლექციას ვკითხულობ.
* * *
ცოლს უნდა ზარმაცი ქმარი როგორმე ლოგინიდან გამოიტყუოს და ეუბნება:
– დილა მშვიდობისა, ჩემო ყურცქვიტავ. ადექი, ჩემო ფისუნი. გაიღვიძე, ჩემო თვალის სინათლევ…
ქმარი პასუხობს:
– დღეს თევზი ვარ, ფეხები არ მაქვს და არსად წასვლას არ ვაპირებ!
* * *
ჯარისკაცი ოფიცერს უპატაკებს:
– ბატონო ოფიცერო, თქვენი ბრძანება შესრულებულია!
– მე ხომ არაფერი მიბრძანებია.
– მეც არაფერი გამიკეთებია.
* * *
ორი ნაცნობი შეხვდა ერთმანეთს.
– შენი ცოლი შვებულების შემდეგ ძალიან გამხდარა, ეს როგორ მოახერხა? – ეკითხება ერთი მეორეს.
– ჩინური დიეტით.
– რთული იყო?
– აბა რა, მთელი თვე წვენს ხის ჩხირებით ჭამდა!
* * *
ზოოპარკში დედა შვილს ეუბნება:
– გოგი, ლომს ხელი არ ახლო, რწყილები არ ჰყავდეს.
***
პლაჟზე ლამაზი ქალი წევს. მასთან მეზღვაური მიდის და ეუბნება:
– ამ ყურეში ღუზას ჩავუშვებდი!
ქალმა უარით გაისტუმრა.
მივა მფრინავი და ეუბნება:
– ამ აეროდრომზე სიამოვნებით დავფრინდებოდი!
ქალმა ისიც უარით გაისტუმრა.
მძღოლი მივიდა და ეუბნება:
– ამ მოედანს რამდენიმე წრეს დავარტყამდი!
ქალი დაეთანხმა, თავისთან სახლში მიიწვია. დალიეს, ისადილეს, საწოლში ჩაწვნენ. მძღოლი გადატრიალდა და დაიძინა.
გაკვირვებული ქალი ეუბნება:
– აკი, რამდენიმე წრეს დავარტყამო?
– ნასვამი საჭესთან არ ვჯდები!
***
– რატომ ჩხუბობენ გოგონები მოტოციკლეტზე დაჯდომის დროს?
– იმიტომ, რომ ყველას ფანჯარასთან უნდა დაჯდომა.
***
– ოფიციანტ!
– რა გნებავთ, ბატონო?
– ხომ ვერ მეტყვით, რას აკეთებს ეს ბუზი ჩემს თეფშში?
– ჩემი აზრით, ზურგზე ცურვას სწავლობს, ბატონო.
* * *
– მეეთრიე, კაკოია, აქანა! – უყვირის მებუფეტეს კლიენტი, – დააკვირდი ამ ლობიოს.
– შევხედე, მერე რა?
– ვერ ამჩნევ, შიგ ჭიები როა?
– ჩუუ, სხვებმა არ გეიგონონ, ბიძია, თვარა იგინიც მოითხოვენ და გვყავს ამდენი ჭია ჩვენ?
* * *
– როგორ ვარდება კაცი მეათე სართულიდან?
– აააა! ბრახ.
– მეორე სართულიდან?
– მაგი პირიქითაა: ბრახ! აააააა!
* * *
გემის ჩაძირვიდან მესამე თვეს სასწაულად გადარჩენილი ბახვაია უკაცრიელ კუნძულზე ერთადერთ პალმის ხეს გულამოსკვნილი ეხვევა:
– ნაზიკო, ჩემო ძვირფასო, კიდევ კარგი, შენ ჩემთან ხარ, თორემ აქ რა მეშველებოდა.
* * *
– ვაიმე, თითი!
– რა იყო, შვილო?
– ბებიამ თითზე მიკბინა.
– რამდენჯერ გითხარი, გალიაში თითს ნუ ყოფ–მეთქი!
|