პარასკევი, 2024-04-19, 9:17 AM
wWw.DaMxMaRe.Tkმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
500
mtvlelebi
მთავარი » 2010 » მარტი » 9 » ზოდიაქოს ნიშნები
10:48 PM
ზოდიაქოს ნიშნები

ინფორმაცია რომელიც მე მოვიძიე ძალიან დიდი იყო, ამიტომ მოკლედ და ამომწურავად გადავწყვიტე დახასიათებების დაწერა!

ვერძი
აქტიური ცხოვრებისაკენ მიმართავს ამ ნიშნის ხალხს, გამუდმებით აწვდის მარაგად ენერგიას, აქცევს მათ მოუსვენარ, დაუოკებელ, პატივმოყვარე, სხვასთან მეტოქე ადამიანად.
ამ ნიშნის ადგილი ჰოროსკოპში არის N1, ამიტომაც ეს ნიშნები ყველასგან და ყველაფერში პრიველობას ცდილობენ.  ვერძი – ძალიან ეგოისტური ნიშანია.კეთილშობილი ხალხია, არ შუძლიათ დახმარება არ გაუწიონ გაჭირვებაში ჩავარადნილ ადმინას, ვერძის ნიშნის  მამაკაცები – სერ უოლთერ რელეის ტიპის არიან, ქალები ვერ იტანენ უხამსობას და ვულგარულობას, ვერძი ძალიან დემონსტრაციულია თავისი შეხედულებების გამოხატვისას. იგი არ მალავს თავის ემოციებს.

კურო
ტიპიური კურო – თბილი, მეგობრული, ნაზი და ვნებიანი ადამიანია, თუმც შეიძლება ეს არც გამოაჩინოს. ხარი – ამ ნიშნის ზუსტი სიმბოლოა. მიზნის მისაღწევად კურო ძალას იყენებს. კუროს ნიშნიანებს ხშირად „ქვეყნის მარილს" უცოდებენ, მათში სიტკბო არ არის. მათ იციან, რაც უნდათ და ბეჯითად შრომობენ მისთვის. კურო– მამაკაეცბი ხშირად კეთილნი, უწყინარნი არიან, ადვილად ემოჩილებიან თავიანთი ხასიათის რბილ თვისებებს, მაგრამ ამას ტემპერამენტის ნაკლებობად ნუ ჩათვლით და მათ წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ნუ მოჰყვებით. კურო ძნელი გასაჯავრებელია, ასევე ძნელია მათი შნაგანი ანტაგონიზმის გამოვლენა, მაგრამ თუ გაჯავრდნენ, ისინი „ფაიფურის ჭურჭლის მაღაზიაში მოხვედრილ მოზვერს" ემსგავსებიან, რაც შეხვდებათ, ყველაფერს რომ ლეწავენ. ნუ გადააცდენთ კუროს მისი ბილიკიდან, თორემ ინანებთ.

ტყუპები
მარჩბივის (ტყუპების) ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც , საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი  სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით" მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე.ეს მხიარული, მარად ახალგაზრდული ნიშანია.  ესაა, აგრეთვე „გაორებული" პიროვნების კლასიკური ტიპი.

კირჩხიბი (კიბო)
მთვარე, ცვალებადი პლანეტა, თავის 28 დღიან ციკლში 4-ჯერ რომ უვლის ფაზებს, თავის ქვეშემრდომებს ძალიან ემოციურ, მგრძნობიარე ადმიანებად ხდის, რომლებიც განწყობას ადვილად ემორჩილებიან, როცა მთვარის კარგ ციკლში მოხვდებიან; ისინი მომხიბლავნი და მიმზიდველნი არიან ,მაგრამ როცა ცუდ ფაზაში არიან – აუტანელნი ხდებიან.კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდრე ყვალა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე დროს იგი ისევე პატივმოყვარეა.კირჩხიბი ხშირად სევდით იგონებს წარსულს, ბავშოვობას.
კირჩხიბი ძნელად და იშვიათად რომ გაშმაგდეს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, იგი ძალადობას მიმართავს. მთვარე ყოველგვარი სითხეების მმართველია, ამიტომ კირჩხიბი ზომიერად უნდა შეექცეს ალკოჰოლიან სასმელებს.
დადებითად განვითარებული ტიპის კირჩხიბი ერთგულია და ბევრი მათგანი სამშობლოს პატრიოტთა შორისაა.

ლომი
ლომს გონებაც კარგად აქვს განვითარებული, რომ თავის თავთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. ის ინტელექტითა და მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული, რაც მისკენ იზიდავს ხალხს. მაგრამ ლომი არ აუნდა შეეცადოს ყველაზე იბატონოს. მაღალგანვითარებული გონებისა და მოხდენილი მანერების გამო ლომს ხშირად მეფურ ნიშანსაც ეძახიან. მისი ასტროლოგიური სიმბოლო – ლომი – ჯუნგლების მეფედ ითვლება, მაგრამ ყველა ხელისუფალთა მსგავსად, ლომმაც მოკრძალებით უნდა ატაროს გვირგვინი. უნდა ახსოვდეს თავისი მთავარი ცოდვა – პატივმოყვარეობა. მზე, ლომის მმართველი პლანეტა, პატივმოყვარეობითა და დიდი მისწრაფებებით აღავსებს მას, მაგრამ მხოლოდ სასიკეთო საქმეებში უნდა დახარჯოს თავისი ენერგია. ლომს უყვარს საზოგადოებაში გამორჩეული კაცის მეწამული მანტიის მოსხმა, წვეულებების გამართვა, ხალხის შექცევა, უხვი კერძებითა და მაგარი ღვინოებით გამასპინძლება. მაგრამ ლომს უნდა ახსოვდეს, რომ თეატრალური ასპექტების სიყვარულმა უბრალო პოზიორობამდე არ მიიყვანოს.

ქალწული
ქალწულის ნიშნიანები მძლავრად განვითარებული ანალიტიკური ჭკუით არიან აღჭურვილი. ისინი ცდილობენ ყველაფერი დაალაგონ, დაახარისხონ და საკუთარი სახელები დაარქვან. მათ გააჩნიათ გემოვნების, მზერის, სმენისა და ყნოსვის გრძნოები. ნიშნის სიმბოლო ქალწულია. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ წმინდა და ყველაფერზე ამაღლებულნი არიან, მაგრამ დაკვირების მათეული საუცხოო უნარი ადამიანური ნაკლოვანებების შემჩნევის საშუალებას ანიჭებს მათ. ჩვეულებრივ, ქალწულს არ მოწონს ყველაფერი, რასაც ის ხედავს, ამიტომ, ქალწულის მსგავსად, ხშირად განერიდება ხოლმე მას.
იგი სამუშაოში ჩაიძირება ხოლმე. დიახ, მუშაობას ქალწული აღმერთებს. ქალწული წარმატებებს აღწევს ლოგიკაში, წესრიგში, თანმიმდევრობასა და დისციპლინაში.

სასწორი
სასწორი მთელი თავისი სიცოცხლე ეძებს ადამინს, რომელიც იდეალური მეუღლე იქნება. სასწორი ცოლქმრობის სახლს განაგებს, მაგრამ იდეალური პარტნიორის მოძებნის შემდეგაც იშვიათად არის ბედნიერი. რატომ? შესაძლოა, სასწორი თავად სიყვარულს ეტრფის? იქნებ მსგავსად ვენერას ზედაპირისა, რომლის მიმოხილვაც კი უჭირთ ასტროლოგებს, ნისლოვანი ატმოსფეროს გამო, ამ ნიშნის ხალხიც ძნელად შესაცნობია.ასტროლოგიური სიმბოლო ამ ნიშნისა სასწორია და ამ ხალხის უმეტესობა გამუდმებით ცდილობს ამ სასწორის გაწონასწორებას საზოგადაებრივ და პირად სფეროში. სასწორს ძალიან სჭირდება თავისი რწმენა და ჰარმონია. როცა ეს არ ხერხდება, იგი უმალ გაეცლება იქაურობას, ვინემ გარემოების შეცვლისთვის რაიმეს მოიმოქმედებს. ვენერა თავის ვაჟებს და ასულებს მახვილი, ანალიტიკური ჭკუით აჯილდოებს, განსაკუთრებით როცა საქმე ხელოვნებას ეხება. სასწორი გონიერებით გამოირჩევა და რჩევის საკითხავად მრავალი აკითხავს. იგი, ამავე დროს, გულწრფელი მეგობარია და მუყაითი, საქმიანი პარტნიორი.

მორიელი (ღრიანკალი)
ღრიანკლის (მორიელის) პიროვნება – ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ" თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ფარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ.
იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად  და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცოხრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს  და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება.მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული.

თხის რქა
მუდამ სევდიანია და მელანქოლიაშიც ვარდება.
გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს.
დაიხ, მას ყველა ეს თვისება ახასიათებს, მაგრამ, თურმე, თხის რქა არ ტკბება ამით, როგორც მის ადგილას სვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თხის რქას მარტოობისაკენ აქვს მიდრეკილება. ბავშობაში იგი მორცხვია და მუდამ ცალკე თამაშბს. სკოლაში თხის რქის ნიშნიანები თავდადებით სწავლობენ და მუდამ ფრიადოსნები არიან. სიწაბუკეში ისინი მორჩილი, ცოტა ზოზინა მუშაკები არიან, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან უფროსის ადგილის დაკავებას. თხის რქა – აბსოლუტური რეალისტია.

მერწყული
მერწყული გამღები ნიშანია, რომლის სიმბოლო წყლის დამღვრელი კაცია. ამ ნიშნის ხალხი კაცობრიობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი „ღვრიან" თავიანთ პიროვნებას და ნაყოფად იმკიან: დიდებას, სიმდიდრეს და თავაზიანობის ღრმა გრძნობას. მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი, ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, იგი უძლეველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს. მეორე იმიტომ, რომ  იგი მუდმივი ნიშანია და ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა, და მესამეც, მმართველი პლანეტის წყალობით, მისი სიცოცხლე თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისაგან, რაც სხვა ნიშნებს მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ ნიშნით დაბადებული სულ სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანები იყვნენ: აბრაამ ლინკოლნი, სინკლერ ლუისი, მ. შვაბი, ჯონ ბერიმორი, როკფელერი, რუზველტი, ლორდი ბაირონი, ფრიც კრეისლერი.

თევზები
ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ თევზი მთელს ზოდიაქოში ყველაზე ექსცენტრიულია. მისი მმართველი პალანეტა – ნეპტუნი – რევოლუციური, მისტიკური, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის განშორებული. მას თავისი ქვეშევრდომების ხასიათში ნევროზულობა და მოუსვენრობა შეაქვს, ხშირად თვალთმაქცობასა და სიცრუისაკენ უბიძგებს მათ. თევზებს, ჩვეულებრივ, იტაცებს იდუმალი რელიგიები, სიზმრების ახსნა, სპირიტიზმი, ტელეპატია. როცა ნეპტუნის უარყოფითი გავლენას განიცდიან , ისინი განწყობილნი არიან, თვალთმაქცობისა და ილუზიების იზოლირებულ ქვეყანაში იცხოვრონ და ფაქტები ფანტასტიკური, მეოცნებე მანერით ახსნან. ნეპტუნის დადებითი გავლენის დროს ისინი ფსიქიკის უმაღლეს გაგებას იძენენ, რასაც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იყენებენ. ამ ნიშნის ადამინაები ხომ ყველაზე თანამგრძნობი და გულმოწყალენი არიან ქვეყანაზე, ამიტომ ნეპტუნი მათ სხვისთვის შეუცნობადი გრძნობების, არამიწიერი მგრძნობელობის უნარით აჯილდოებს.


კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1665 | დაამატა: l@sh@ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
  
oficial server
skype
ბანერის ადგილი

http://s006.radikal.ru/i213/1009/7f/73ece169bea7.jpg

2024