პარასკევი, 2024-04-19, 4:01 AM
wWw.DaMxMaRe.Tkმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
500
mtvlelebi
მთავარი » 2010 » თებერვალი » 24 » სახალისო გამოცანები :)
8:08 PM
სახალისო გამოცანები :)

1 შედიხათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?

2. რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში არავის ახსოვს და არავინ იცის?

3. მარტოხელა ღამის დარაჯი დღისით გარდაიცვალა, დაენიშნება თუ არა მის ცოლს პენსია?

4. ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

5. წელიწადის რამდენი თვეა ისეთი, რომელიც შეიცავს 30 რიცხვს?

6. რა უნდა იცოდეს სასწრაფოთი გამოძახებულმა ექიმმა, სანამ ავადმყოფთან მივა?

7. საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 26 მაისი. არის თუ არა ინდოეთში 26 მაისი?

8. ირაკლის გზაზე შეხვდა ორი მამა და ორი შვილი. ის კი ამბობს, რომ მას მხოლოდ სამი ადამიანი შეხვდა. მართალია თუ არა ირაკლი?

9. რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?

10. სოფელში ერთ დიასახლისს ათი ინდაური ჰყავდა. ექვსის გარდა ყველა გაყიდა. რამდენი ინდაური დარჩა დიასახლისს?

11. კალათაში ხუთი ბანანია. როგორ გავუნაწილოთ ისინი ხუთ ბავშვს ისე, რომ ყველას შეხვდეს თითო ბანანი და კალათაშიც დარჩეს ერთი ბანანი?

12. ეტლმა, რომელშიც შებმული იყო ორი ცხენი გაიარა 10 კმ. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?

13. ბავშვმა აიღო 2 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, მიაკრა ისინი ერთ მანეთს და ჩაუშვა ცარიელ ყულაბაში. რა თანხა იქნება ახლა ყულაბაში?

14. ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა. რამდენი მწყერი დარჩა ხეზე?

15. 60º-იან კუთხეს უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება ეს კუთხე?

16. ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩებოდა?








პასუხები:
1. (ასანთს)
2. (არავის ახსოვს, როდის დაიბადა და არავინ იცის, როდის მოკვდება)
3. (არა, რადგან ის მარტოხელა იყო, ანუ ცოლი არ ჰყავდა)
4. (28 რიცხვი ყველა თვეშია)
5. (ასეთია 11 თვე)
6. (ავადმყოფის მისამართი)
7. (რა თქმა უნდა, არის)
8. (მართალია, რადგან მას შეხვდა მამა, შვილი და შვილიშვილი)
9. (არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ უნდა იყოს „ოცდასამი")
10. (დიასახლისს დარჩა 6 ინდაური)
11. (ერთ ბავშვს კალათიანად უნდა მივცეთ ბანანი)
12. (თითოეულმა გაიარა 10 კმ)
13. (ერთი ლარი და ერთი მანეთი)
14. (მწყერი ხეზე არ ჯდება)
15. (60º (ლუპა კუთხის გრადუსულ ზომას არ ცვლის))
16. (დარჩებოდა 5 სანთელი, დანარჩენები დაიწვებოდა)

კომენტარები არ დაგავიწყდეთ
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 2410 | დაამატა: l@sh@ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
Сообщение # 1  Написал: maiko (2012-08-31)

magari saintereso gamocanebia
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
  
oficial server
skype
ბანერის ადგილი

http://s006.radikal.ru/i213/1009/7f/73ece169bea7.jpg

2024