კვირა, 2017-11-19, 8:09 AM
wWw.DaMxMaRe.Tkმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
500
mtvlelebi
მთავარი » 2010 » თებერვალი » 28 » SaiNTeReSoa
7:51 PM
SaiNTeReSoa

თქვენს წინაშეა, უკანასკნელი წლების ყველაზე პოპულარული გამონათებები იუმორის სფეროში: 


"რა იყო ბალიში აგიფეთქდა?” – ყალყზე მდგარი და ეგზომ აბურდული თმის პატრონის მიმართ დედუქციური ნიჭის გამომჟღავნების სურვილი;

"რატომ თავი არ დაგრჩა?” – შეკითხვა, რომელსაც ერთადერთი გამართლება მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუკი მას უთავო მხედრის მისამართის გამოიყენებდნენ;

"შენ თვალში ხომ არ გეპატარავები?” – ფრაზა, როდესაც ადამიანს საკუთარ ზომებში ეჭვი ეპარება და მოწინააღმდეგისაგან მისი ვარაუდის დადასტურებას, ან, უარყოფას მოითხოვს;

"თვალში რაზვალი ხომ არ გაქვს?” – ფრაზა, რომლის მიხედვითაც თქვენი მხედველობა, სხვათა აზრით, ოკულისტის ჩარევას საჭიროებს;

"ისე შემეშინდა, გული ნასკებში გამეპარა” – ხუმრობა, რომელიც გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულ, სხეულში მიმდინარე უხილავ პროცესებს მეტაფორულად ასახავს.

"შენი ბიჭი აგერ მიზის” – ამ შემთხვევაში, ხუმრობის მთელი არსი გამოხატულია ხელების მოძრაობითა და ამ მოძრაობის ქვედა ეშელონებისაკენ მიმართვით;

"რას დამდგახარ, ბუასილი გჭირს?” – ფრაზა, რომელიც სკამისა და პიროვნების ურთიერთუნდობლის ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითებს;
"აბა თქვი "რვა”… – ვიქნები რა თქვენი მახსოვრობის იმედად, ამ ორგანოზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ;

"ჯერ არ გვეძინება” (ფეხზე გახდისას) – უსიამოვნო მოლოდინი, რომელიც ფეხზე და მის ყნოსვით აღსაქმელ კომპონენტზე არსებული სტერეოტიპიდან გამომდინარეობს.

მინი – ფრაზები

ჩაგეთვალა-ა – სიტყვა, რომელიც ხუმრობის ოსკარად შეგვიძლია მივიჩნიოთ;

არც დაიგინო/დაიფიცო – დამოკიდებულია იმაზე, გარშემომყოფთაგან ნდობის უქონლობას მამრი უჩივის თუ მდედრი;

აი, ღადაო-ობ? – სასოწარკვეთილი შეძახილი, სადაც მხოლოდ მცირე დოზით "გამოსჭვივის” იმედი;

ნუ ღადილაობ ერთი – ბედკრული "ღადაობის” კიდევ უფრო ბედკრული ვერსია;

სად შეგვიძლია ამდენი? – მიმართვა პირისადმი, რომელსაც მის მიერ ჩადენილი "საქმენი საგმირონი” დიდად ეამაყება;

შე ჩემა და ჩემის ჩემა – ტიპური ქართული მიმართვის ჰიპერბოლური ვარიანტი;

დებილი თავი გაბია – ბუმერანგული კონსტრუქცია, რომლის მიხედვითაც თქვენს თავს ყველაფერ იმად ქცევა შეუძლია, რასაც თქვენივე პირი წარმოთქვამს;

ამხელა, ფილარმონია კაცი – ფრაზა, რომლითაც ადამიანის გაბარიტები, ან, ღირსება, შენობის პარამეტრებით იზომება;
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 341 | დაამატა: big_bago | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
  
oficial server
skype
ბანერის ადგილი

http://s006.radikal.ru/i213/1009/7f/73ece169bea7.jpg

2017