ხუთშაბათი, 2024-03-28, 6:28 PM
wWw.DaMxMaRe.Tkმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
500
mtvlelebi
მთავარი » 2010 » მარტი » 3 » საინტერესო შეკითხვები
11:29 PM
საინტერესო შეკითხვები

1.  ეს ნივთი საქართველოში დაახლოებით 1255 წელს შემოვიდა, ხოლო 16-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ეს ნივთი იონას ჰეინვეის დაუნახეს, მას დასცინეს. თუმცა იგი სწორედ მისი მეშვეობით გახდა პოპულარული მამაკაცებში. საქართველოში დაბრუნებული დავით ულუ ამ ნივთს როგორც ჯილდოს ისე ატარებდა. დღეს კი იგი საყოველთაოდ მიღებული აქსესუარია ნებისმიერი სქესის წარმომადგენელთათვის. რაზეა საუბარი, თუ აშშ-ს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, ყველაზე მეტი რაოდენობით ეს ნივთი ქალაქ სიეტლში იყიდება?

2. ახალდამწყები მსახიობი დაჟინებით ითხოვდა ბერნარდ შოუს გაეწია მისთვის რეკომენდაცია, რათა თეატრში მიეღოთ იგი. შოუ დათანხმდა და დაწერა შემდეგი შინაარსის წერილი: ”გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსახიობს. იგი თამაშობს ჰამლეტს, რომეოს, შეილოკს, კეისარს, ბილიარდს, მაგრამ ყველაზე უკეთესად თამაშობს…” დაასრულეთ ბერნარდ შოუს სიტყვები.?

3.ეს ქალი ისტორიაში შევიდა თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულებით, თანაც საკმაოდ უცნაური გამოსახულებით… გამოსახული იყო ხელის მტევანის ძვლები და საქორწინო ბეჭედი. დაასახელეთ მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაშიც ეს პირველი სურათი იყო.

4.   17 წლის გალილეო გალილეი პიზის უნივერსიტეტში მიაბარეს სასწავლებლად. იქ სწავლის წლებში მას აღმოაჩნდა ბუნების ჩვეულებრივ მოვლენებზე დაკვირვების გამორჩეული ალღო. კათედრალურ ტაძარში წირვებზე დასწრებისას იგი ყურადღებით აკვირდებოდა ტაძრის მაღალ ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღის მოძრაობას, რომლის ერთი სრული რხევა ერთსა და იმავე დროში სრულდებოდა, დამოუკიდებლად საწყისი გადახრისა თავდაპირველი მდგომარეობიდან… რისი საშუალებით ზომავდა იგი დროის ინტერვალებს?

5.უკვე მას შემდეგ რაც იულიუს კეისარმა ფეხი დადგა ბრიტანეთის მიწაზე, მან დაკარგა ბევრი ხომალდი. მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა, იმდროისათვის პრაქტიკულად უცნობი იყო რომაელებისა და ბერძნებისათვის. რა მიზეზი იყო ეს?

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 913 | დაამატა: l@sh@ | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
  
oficial server
skype
ბანერის ადგილი

http://s006.radikal.ru/i213/1009/7f/73ece169bea7.jpg

2024