ოთხშაბათი, 2024-04-24, 12:20 PM
wWw.DaMxMaRe.Tkმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
500
mtvlelebi
მთავარი » 2010 » თებერვალი » 28 » ფაქტები(ar gamotovot mxolod tkventvis)
7:42 PM
ფაქტები(ar gamotovot mxolod tkventvis)


ალბათ თქვენს სახლში ან სულაც ოფისში ლაზერული პრინტერი გიდგათ, შავთეთრია ხომ? თუ ასეა უნდა შეგატყობინოთ რომ თქვენი პრინტერი ძალიან საშიშია თქვენივე ჯამრთელობისათვის. არა არ გვინდა პანიკა და პრინტერების ფანჯრიდან გადაყრა, საქმე უბრალოდ იმაშია რომ თქვენს პრინტერებში ტონერი, ორგანული ნივთიერებების ნამწვავია. ეს უკანასკნელი კი ჯამრთელობისთვის იმდენად არასასურველია რომ კარტრიჯის დატენვისას თუ ოდნავ მაინც ჩაისუნთქეთ, ჩათვალეთ რომ ეს იგივეა რაც მთელი კვირა ქვანახშირის მაღაროში გემუშავათ. ასე რომ აირწინაღები გადაგაარჩენს მსოფლიოს

***
ალბათ მულტფილმები ძალიან გიყვართ, განსაკუთრებით თანამედროვე 3D გრაფიკა. იცით ეს მულტფილმები როგორ იქმნება? დიახ, დიახ, კომპიუტერის მეშვეობით. თან არა ჩვეულებრივი, არამედ ათასობით პროცესორიანი კომპიუტერის მეშვეობით. მაგალითისათვის სტუდია Pixar-ის განთქმული მულტფილმი ”მონსტრების კორპორაცია” გარენდერებულია 1024 პროცესორიან კომპიუტერზე, ახლა წარმოიდგინეთ, ეს მულტფილმი ასეთი კომპიუტერის მაგივრად თქვენს კომპიუტერზე რომ გარენდერებულიყო, რა მოხდებოდა ?! არაფერი, უბრალოდ ეს მულტფილმი ასე 35 წლის შემდეგ ანუ დაახლოებით, ორიათასორმოციან წლებში გამოვიდოდა
***
როგორც ვიცი დედამიწაზე, ყველაზე დიდი რაოდენობით მწერები ცხოვრობენ. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, კერძოდ კი 2003 წელს მოხდა ისე რომ დამზადებული ტრანზისტორების რაოდენობამ, ჩვენი საყვარელი მწერების რაოდენობას 100-ჯერ გადააჭარბა. მმმაგარია არა?
***
1992 წლის 25 აგვისტოს ინტერნეტში ჩნდება განცხადება იმის შესახებ რომ, შეიქმნა პატარა ოპერაციული სისტემა, რომლის ავტორი ფინელი სტუდენტი, ლინუს ტორვალდსია. ზემოთ ნახსენები ”პატარა სისტემა” კი სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში გიგანტ ოპერაციულ სისტემად, ხოლო შემდგომში კი ათობით სხვადასხვა დისტრიბუტივად იქცევა. სისტემა უსერიოზულეს კონკურენციას უწევს საყვარელ Windows-ს. ვრცელდება უფასოდ და ღია კოდით. მას Linux-ი ჰქვია
***
2006 წელს, ტოკიოს უნივერსიტეტში შექმნა 512 ბირთვიანი პროცესორი სახელად Grape DR. მისი სიხშირეა 500 MHz, წარმადობა 512 მილიარდი ოპერაცია მცოცავ მძიმესთან წამში. მისი ბირთვები გაერთიანებულია 16 მასივად, თითო მასივში 32 ბირთვია. პროცესორი დატვირთულ რეჟიმში მოიხმარს მაქსიმუმ 60 ვატ ენერგიას, დაუტვირთავად კი ენერგიის მოხმარება 30 ვატს აღწევს.
***
ტექნიკის განვითარებას საზღვარი არა აქვს! ჯერ კიდევ 65 ნანომეტრულ ტექნოპროცესში დამზადებული პროცესორის ტრანზისტორის ჩამკეტი, ჩვენი ანუ ადამიანის სისხლის წითელ უჯრედებზე 100-ჯერ უფრო პატარაა! ძალიან საინტერესოა რა ხდება 45 ნანომეტრულ ტექნოპროცესში? ამას კიდევ თავი გავანებოთ, რა იქნება მომავალში !? პროცესორის კონტაქტები ელექტრონის ხელა იქნება და სოკეტს "Socket +∞” ერქმევა !?
***
TFT ეკრანით პირველად Toshiba-ს ნოუთბუქები იქნა აღჭურვილი და ეს ყველაფერი 1991 წელს ხდებოდა. სულ რაღაც ორ წელიწადში ამ ნოუთბუქებს ლითიუმ-იონური კვების წყარო დაემატათ. გადის კიდევ ორი წელიწადი და მათ CD-Rom-ები გამოსდით. და დგება 2001 წელი როდესაც ამ ფირმის ნოუთბუქები პირველად აღიჭურვებიან Bluetooth-ით.
***
ვინჩესტერი ყველაზე მეტ ენერგიას ჩართვისას ხარჯავს.
***
კომპანია HP დედამიწისადმი მზრუნველობას იჩენს. ეს ყველაფერი კი იმაში გამოიხატება რომ , კომპანია კარტრიჯების დასამზადებლად გადამუშავებულ ნაგავს იყენებს. ასე რომ თუ ერთხელაც თქვენს HP-ს პრინტერს საშინელი სუნი აუვიდა, არ გაგიკვირდეთ თუმცა ასეთი რამ დამიჯერეთ არ მოხდება რადგან, ”ნაგვის” გადასამუშავებლად მთელი ქიმიური ნაერთები და საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა საჭიროოო.

***
უკვე სამი ათეული წელია ჩვენს საყვარელ ვინჩესტერებში 512 ბაიტიანი სექტორები გამოიყენება, თუმცა ექსპერტების ვარაუდით მალე ეს რიცხვი შეიცვლება…
***
2003 წლიდან 2006 წლამდე Flash მეხსიერებების ფასი 90%-ით დაეცა
***
ფოტოგიგანტი კომპანია Kodac-ი ვარაუდებს რომ 2007 წელს 66 მილიარდი ცირული სურათი იქნება დაბეჭდილი.
***
ოთახები რომლებშიც პროცესორები მზადდება მინიმუმ 1000-ჯერ უფრო სუფთაა ვიდრე ჩვეულებრივი საოპერაციოები. აბა წარმოიდგინეთ რა მოხდება უცბათ ასეთ ოთახში რომ შევარდეთ და ერთი გემრიელად დააცემინოთ !? ბევრი არაფერი, უბრალოდ პროცესორების რამდენიმე პარტიას ჩააგდებთ
***
ალბათ ახლა ხელში ლაზერული თაგუნია გიკავიათ. იცით რა არის საჭირო რომ თქვენმა თაგუნიამ თავი კომფორტულად იგრძნოს? გეტყვით, უბრალოდ საჭიროა რომ თქვენი თაგუნიას მანათობელი თვალი სასრიალო ზედაპირს 6 მილიმეტრზე მეტად არ სცილდებოდეს.
***
საქართველოში მომხმარებლების 72% იყენებს გარჩევადობას 1024×768-ზე.
***
კარტრიჯები რომლებსაც მწარმოებელი კომპანიები ყიდიან პრინტერებთან ერთად არასდროს არ არის ბოლომდე დატენილი, უფრო მეტიც ისინი ნახევრამდე ძლივს არიან სავსენი. ეს კი იმიტომ ხდება რომ, რაც შეიძლება მეტი სახარჯი მასალა გაიყიდოს.



კატეგორია: გასართობი | ნანახია: 847 | დაამატა: big_bago | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
  
oficial server
skype
ბანერის ადგილი

http://s006.radikal.ru/i213/1009/7f/73ece169bea7.jpg

2024