შაბათი, 2024-04-27, 3:53 AM
wWw.DaMxMaRe.Tkმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
500
mtvlelebi
მთავარი » 2010 » მარტი » 4 » ანეკდოტები
6:59 PM
ანეკდოტები

***

მიხოს სიდედრი შუაღამისას ცუდად შეიქნა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს. ქალაქში ხელჩართული ბრძოლა იყო და სისხლი ვერსად იშოვეს. მიხომსაკუთარი სისხლი გადაუსხა სიდედრს, მოხუცი გადარჩა.

მეორე დღეს ქმარმა თავმომწონედ უთხრა ცოლს, – ხომ ხედავ, ჩემმა სისხლმა გადაარჩინაო.

- რაც შენ მაგას სისხლი გაუშრე, იმდენს რას მისცემდიო, - მიუგო ცოლმა.

***

ჭიჭილია საყვარელთანაა. შინ 10-12 წლის ბიჭი თამაშობს:

- დედიკო, გადადი ჟუჟუნა ნათლიასთან და ნახევარ საათში მოდი ისევე, – უთხრა ჭიჭიკიამ შვილს.

- მერე ნახევარი საათი გეყოფათ, ტო? - იკითხა ბიჭმა.

***

გურულები ერთმანეთს შეხვდნენ და აქეთურ-იქითური იკითხეს. ერთმა, მეორეს, მესამის ამბავი ჰკითხა:

- იაგორე რაფერაა?

- იაგორე მოკტა…

- აუჰ, რამ მოკლა…

- გრიპმა…

- ოჰ, მაი აფერი კაცო…

***

სვანმა შეყვარებულს დაურეკა:

- ამაღამ ჩემთან ამოდი, სახლში არავინ იქნებაო.

საღამოს ავიდა გოგონა სვანთან და… სახლში არავინ დახვდა!…

***

აფხაზი იხრჩობა და ყვირის: პამაგიწე, პამაგიწე. გამოიარა მეგრელმა:

- მაგ რუსულის სწავლას, ცურვა გესწავლა არ ჯობდა?!

***

მიხოს ეუბნებიან:

- მიხო, გაიგე, ბუტროს-ბუტროს ღალი ბადენ-ბადენში ჩასულა.

მიხო:

- ბიჭო! შენ რა ორ-ორჯერ მიმეორებ, დებილი ხომ არ გგონივარ?

***

ჭიჭიკია მილიციაში დაიბარეს და ჰკითხეს:

- არსად არ მუშაობთ და საიდან ცხოვრობთ ასე კარგად?

- ომის დროს ერთმა ნაცნობმა მთხოვა, სარდაფში დამმალე და თვეში 500$-ს მოგცემო. მეც დავმალე და ომი რომ დამთავრდა, ხერ არ მითქვამს.

***

- შვილო, გოდერძი, ვკვდები!

- შენი საქმისა შენ იცი, მამი!

***

სვანს საათი უკეთია, რომელიც აჩვენებს 17:45. გამვლელი ეკითხება:

- რომელი საათია?

- რა გაყოფს ახლა ჩვიდმეტს ორმოცდახუთზე, – თავისთვის ფიქრობს სვანი.

***

სვანმა შაქრის ტომარას "მარილი” დააწერა, ჭიანჭველები რომ არ დახვეოდა.

***

სვანი თევზი წყალში დაიხრჩო.

***

სვანი კუს ასეირნებდა და გაექცა.

***

სამი სვანი დახუჭობანას თამაშობდა და სამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

***

უკრაინაში ფიქრობენ რაში გამოიყენონ ჩერნობილის მიწები:

- ხორბლეულის დათესვა არ შეიძლება – რადიაციაა!

- არც ბოსტნეულის დათესვა შეიძლება!

- მოდი თამბაქო დავთესოთ, კოლოფებს კი დავაწეროთ: "ჯანდაცვის სამინისტრო უკანასკნელად გაფრთხილებთ…”

***

გურულს, იმერელს და სვანს სიკვდილს მიუსჯიან. პირველად გურულს გაიყვანენ და ჰკითხავენ:

- უკანასკნელად რას ისურვებ?

- დენით მომკალით! – პასუხობს გურული.

ნახავენ, რომ დენი არ არის და გაუშვებენ, – იღბალი გქონიაო.

შემდეგ იმერელს მოიყვანენ. იმერელიც დენით სიკვDილს აირჩევს და იმასაც გაუშვებენ. ბოლოს გაიყვანენ სვანს. სვანი იტყვის:

- დენი არ ყოფილა, თოფი იყოს!

***

ქუთაისში ისეთი კომპიუტერი ჩამოიტანეს, ყველანაირ კითხვაზე პასუხს მაშინვე იძლეოდა. ჭიჭიკიამ დააჭირა ღილაკს თითი და ჰკითხა: აბა, მითხარი, სად არის მამაჩემიო(მამამისი ომში იყო დაკარგული)? კომპიუტერმა უპასუხა:მამაშენი გოგისვანიძეებში ქეიფობსო. იმედგაცრუებულმა ჭიჭიკიამ კომპიუტერს კითხვა შეუბრუნა და ჰკითხა: დედაჩემის ქმარი სად არისო?

- დედაშენის ქმარი ომში დაიკარგა, მამაშენი კი გოგისვანიძეებში ქეიფობსო – დაუზუსტა კომპიუტერმა.

***

მივლინებიდან დაბრუნებულ დედას შვილმა მიახარა:

- გუშინ საღამოს მამიკო და ვიღაც დეიდა აბაზანაში იყვნენ და…

- მამა რომ მოვა მერე თქვი – შეაწყვეტინა დედამ შვილს, თვითონ კი ქმარს დაუწყო ლოდინი.

დაბრონებულმა ოჯახის პატრონმა ეს რომ ნახა, იკითხა თუ რა მოხდაო.

- აბა, თქვი შვილო, რა ნახე გუშინ საღამოს.

ბავშვმაც დაიწყო:

- გუშინ საღამოს მამიკო და ვიღაც დეიდა ერთად იყვნენ აბაზანაში.

- მერე რა იყო, რას შვრებოდნენ? - შეაგულიანა დედამ.

- რასაც შენ და შოთა ბიძია, მამა მივლინებაში რომ იყო, – უპასუხა ბავშვმა.

***

ოსი მილიციაში რეკავს:

- სენი წილიმე, კვდარი გდია აქა.

- სად, რომელ ქუჩაზე?

- ჭავ… ჭავ… (ტელეფონი გაითიშა)

- მე ისევ ისა ვარ… სანი წილიმე, წეღან ქუჩა ვერ წავიკითხე და კვდარი ბარნოვზე ამოვათრიე.

***

გურული შევიდა ზღვაში, ტალღის დარტყმა არ მოეწონა და მიმართა:

- ნუ მეჯახები, ტალღა!

ტალღა ისევ დაეჯახა.

- ნუ მეჯახები, ტალღა! – თქვა კიდევ ერთხელ.

რა თქმა უნდა, ტალღა ისევ დაეჯახა.

- ა… კიდო…

***

სვანი შევიდა მეტროს ვაგონში. ხედავს, ფეხზე მდგომებს ხელი ზევით, რკინაზე უკიდიათ. მოკიდა თვითონაც ხელი და ომახიანად შესძახა:

- გაუშვით, ხალხო, მე მიჭირავს.

იმედია მოგეწონათ   :)

ეს ჩემი მეასე სიახლეა

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 865 | დაამატა: l@sh@ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
Сообщение # 1  Написал: jemali jemali (2010-03-04)

ra magra icinis shen ggavs smile smile smile smile smile smile
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
  
oficial server
skype
ბანერის ადგილი

http://s006.radikal.ru/i213/1009/7f/73ece169bea7.jpg

2024